დედამიწა ნარჩენებში
იძირება
პროექტის სახელწოდება:ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე.
პროექტის მთავარი იდეა:მოსწავლეებიგაეცნობიან იმმოსალოდნელ
საშიშროებებს, რაც შეიძლება გარემოსდანაგვიანებამ მოიტანოს.იზრუნონ გარემოსდაცვაზე.
პროექტის აქტუალობა:მოსწავლეები აცნობიერებენ იმ ზიანს რომელიც პრობლემას
უქმნის გარემოს , იცავს ჰიგიენის ელემენტარულნორმებს,გარემოსათვის საზიანო და სასარგებლო ქმედებებს.
პროექტის მიზანი:მოსწავლეებმა გააცნობიერონ ,რომ გარემოს დანაგვიანება
გლობალური პრობლემაა და შეძლონ კოლაჟის შექმნათავიათი პოზიციის გამოსახატავად.
-გაეცნონ ქალაქში
არსებულ სანიტარულ მდგომარეობას,
-მოსწავლეებმა
შეძლონ გარემოს დანაგვიანების ზოგიერთი
მძიმეშემთხვევის აღწერა და ადამიანის საზიანო და სასარგებლო ქმედებების განსხვავება.
მოსწავლეთა
ასაკი:9 წელი.
ვადები/ხანგრძლივობა:2013.წელი .აპრილი- მაისი.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები შეძლებენ დანაგვიანებული გარემოსათვის გამაფრთხილებელი პირობითი ნიშნების შექმნას და უსაფრთხოების
ნორმების დაცვას.დაასუფთავებენ სკოლის ტერიტორიას
და შეძლებენ ნარჩენების დახარისხებას(ბუნებრივი და ადამიანის მიერ ნაკეთები).
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
დიდი ფორმატის სქელ ფურცელზე დახატული დედამიწის მრგვალი
კონტური, წებო, მაკრატელი, ფერადი ფანქრები, ფოტოაპარატი, კომპიუტერი.
გაკვეთილის მსვლელობა:იატაკზე დაახვავეთ,ყველა ის მშრალი ნარჩენი ,რაც ამ
დღეებში შეაგროვეთ.
-ეს ნაგავი ჩვენ სულ 2-3 დღეში შევაგროვეთ,შეგიძლიათ წარმოიდგინოთ,რამდენი ნაგავი გროვდება დედამიწაზე
.კედელზე დამაგრებულია დადამიწის გამოსახულება ,მოსწავლეები აიღებენ თითო ნივთს და დააწებებენ „დედამიწას“.ხომ
არ ემუქრება დედამიწას „ნაჩენებში ჩაძირვა“?იმისათვის,რომ ამ პრობლემამ ყველა ადამიანი ჩააფიქროს ,შექმნიან
კოლაჟს დედამიწის გამოსახულებისა და ნარჩენების გამიყენებით თემაზე :;დედამიწა ნრჩენებში
იძირება.“
ფერადი ფურცლებით შექმნიან პირობით გამაფრთხილებელ ნიშნებს ტექსტიანი
ბარათებით.მოაწყობენ ფოტო და ხელნაწერ გამოფენას.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი :ქართული
ენა, ბუნების მცოდნეობა, ხელოვნება,მასალა შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი) :ასმათ ბჟალავა.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:bjalavaasmat@gmail. com
No comments:
Post a Comment